შემოუერთდი გუნდს
მწვანე ბანაკის ლიდერი
პირობები: ტრენინგებში მონაწილეობამდე აპლიკანტი გადის ორ ეტაპს: აპლიკაციის შევსებას და გასაუბრებას. ამის შემდეგ იწყება ტრენინგების ეტაპი. ტრენინგის მიზანია კვალიფიციური ლიდერების მომზადება, რომლებიც მზად იქნებიან ახალგაზრდებთან მუშაობისთვის საჭირო უნარებითა და კომპეტენციებით. გადამზადებული ლიდერები მზად არიან არაფორმალური განათლების პრინციპების გამოყენებით ეფექტურად მართონ ჯგუფური დინამიკა, უპასუხონ მოზარდების ინდივიდუალურ საჭიროებებს და შექმნან უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო ბანაკელებისთვის. ტრენინგის თემები: 1. გუნდი და მისი განვითარების სტადიები 2. არაფორმალური განათლების ძირითადი პრინციპები 3. მოზარდებისა და ახალგაზრდების საჭიროებები და ასაკობრივი თავისებურებები 4. სწავლის სტილები 5. ლიდერის როლები 6. კონფლიქტების მართვა 7. ახალგაზრდული მუშაკის საკვანძო კომპეტენციები 8. თვითშეფასება-თვითგანვითარების ფორმები ტრენინგებზე აქტიურად დასწრების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს და ბანაკი დაასაქმებს კურსდამთავრებულებს მომდევნო საზაფხულო ბანაკებში.
მწვანე ბანაკის მოხალისე (ასისტენტი)
პირობები: ტრენინგებში მონაწილეობამდე აპლიკანტი გადის ორ ეტაპს: აპლიკაციის შევსებას და გასაუბრებას. ამის შემდეგ იწყება ტრენინგების ეტაპი. აპლიკანტი უნდა იყოს 17 წელზე ზემოთ. ტრენინგი ორიენტირებულია მონაწილეებში ახალგაზრდული მუშაკის საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს არაფორმალური განათლების პრინციპების გამოყენებით, ეფექტურად მართონ ჯგუფური დინამიკა, უპასუხონ მოზარდების ინდივიდუალურ საჭიროებებს და შექმნან უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო ახალგაზრდებისათვის. ტრენინგის თემები: 1. გუნდი და მისი განვითარების სტადიები 2. არაფორმალური განათლების ძირითადი პრინციპები 3. მოზარდებისა და ახალგაზრდების საჭიროებები და ასაკობრივი თავისებურებები 4. სწავლის სტილები 5. ლიდერის როლები 6. კონფლიქტების მართვა 7. ახალგაზრდული მუშაკის საკვანძო კომპეტენციები 8. თვითშეფასება-თვითგანვითარების ფორმები ტრენინგებზე აქტიურად დასწრების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს და ბანაკი დაასაქმებს კურსდამთავრებულებს მომდევნო საზაფხულო ბანაკებში.





