ჩვენ შესახებ
მწვანე ბანაკი 8-17 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი ბანაკია.
ჩვენი ისტორია 9 წლის წინ დაიწყო. მშობლობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სკოლა და ფორმალური განათლება ყოველთვის ვერ ავითარებს იმ მნიშვნელოვან უნარებს, რასაც ბავშვები არაფორმალურ გარემოში სწავლობენ. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა არაფორმალური განათლების უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებული ბანაკი შეგვექმნა, სადაც ბავშვები და მოზარდები გაატარებდნენ დაუვიწყარ დროს, განივითარებდნენ სხვადასხვაგვარ უნარებს, შეიძენდნენ ახალ მეგობრებს და იპოვიდნენ საკუთარ თავს.
პირველ წელს 3 ნაკადით დავიწყეთ, დღეს კი უკვე 20-მდე ზამთრისა და საზაფხულო ნაკადს ვმასპინძლობთ ყოველწლიურად. ამ 9 წლის მანძილზე დიდი გზა გავიარეთ და უამრავი მეგობარი შევიძინეთ.
მწვანე ბანაკის მიზნები
ჩვენი მიზანია ბავშვებმა/მოზარდებმა მიიღონ გამოცდილება და განივითარონ უნარები, რომელსაც ტრადიციული განათლების სისტემა ვერ აძლევს. ვმუშაობთ ისეთ თემებზე, როგორიცაა:
- კომუნიკაცია
- გუნდური მუშაობა
- კონფლიქტების ეფექტურად გადაჭრა
- დაგეგმვა და ორგანიზება
- დისციპლინა
- კრიტიკული ანალიზი
- დამოუკიდებლობა
ამისთვის ვქმნით გარემოს, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ და მიღებულად იგრძნობენ, ექნებათ მოტივაცია და ხალისი.
მწვანე ბანაკის პროგრამა მრავალწლიანი გამოცდილებითა და ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული მიდგომებით არის შექმნილი. თითოეული აქტივობა კი ისეა შერჩეული, რომ ერთდროულად იყოს საინტერესოც და განვითარებაზე ორიენტირებულიც.
ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ გასართობ პროგრამას — ჩვენ ვქმნით გამოცდილებას.
მწვანე ბანაკის ღირებულებები
ინდივიდუალური მიდგომა
მიუხედავად მკაფიო საზღვრებისა, თითოეულ ბავშვთან/მოზარდთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. ვქმნით გარემოს, სადაც ბავშვი/მოზარდი საკუთარ ტემპში ვითარდება და საკუთარ თავს უკეთ იცნობს.
განვითარება თამაშით
გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი მოდის მაშინ, როცა ბავშვი პროცესით სიამოვნებას იღებს. ამიტომ ჩვენი ყველა აქტივობა აერთიანებს გართობასა და რეალურ განვითარებას.
ავტორიტეტული, არა ავტორიტარული მიდგომა
ვიცავთ ბალანსს თავისუფლებასა და წესებს შორის — მკაფიო საზღვრები, პატივისცემა და მიმღებლობა. ეს ყველაფერი ერთად ბავშვებს/მოზარდებს აძლევთ თავისუფლებას და ასევე, უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას.
უსაფრთხო ფიზიკური და ემოციური გარემო
ჩვენ ვზრუნავთ, რომ ბავშვი/მოზარდი თავს გრძნობდეს დაცულად, მიღებულად და დაფასებულად. სწორედ ამიტომ ბანაკში მუდმივად არიან ექიმი, ფსიქოლოგი, მენტორი და გადამზადებული ლიდერები.
ძლიერი გუნდი
ჩვენი გუნდი მუდმივად იზრდება და ვითარდება. თითოეული ლიდერი და თანამშრომელი გადის რეგულარულ ტრენინგებს.
პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა
ვეხმარებით ბავშვებს აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე. ასევე, ჰქონდეთ საკუთარი შეცდომების მიმღებლობა და იმედი, რომ მათ გამოსწორებაში მხარდაჭერა არ დააკლდებათ.
ნდობა და გახსნილი კომუნიკაცია
ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებთან, ისე მშობლებთან ღია და გულწრფელი კომუნიკაცია. ნდობა არის ის საფუძველი, რაზეც მთელი ჩვენი ბანაკი დგას.







