
VII ნაკადი - (8 დღე, 7 ღამე)
ფასი მოიცავს: სასტუმროში განთავსებას ოთხჯერად კვებას ტრანსპორტირებას ასაკობრივ და განმავითარებელ პროგრამას ინდივიდუალურ მიდგომას და 24/7 მეთვალყურეობას მონაწილეთა ასაკი და გუნდებში გადანაწილება: ბანაკში 8-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები/მოზარდები იღებენ მონაწილეობას. იქმნება შიდა ვიწრო ასაკობრივი ჯგუფები: 8-9 წლის, 10-11 წლის, 12 წლის, 13-14 წლის, 15-16 წლის ბავშვებისგან. ჯგუფებში 12-15 ბავშვია და 2 ლიდერი ხელმძღვანელობს. ოთახებში განთავსება: თითოეულ ოთახში 3 ან 4 ბავშვია, რომლებიც ასაკისა და სქესის მიხედვით ნაწილდებიან ერთად. საზაფხულო ბანაკი: რომელ სასტუმროში ვბანაკდებით? საზაფხულო ბანაკის მასპინძელი სასტუმრო 2026 წელს მანგლისი რეზორტია. აქტივობები და პროგრამა: დღის განმავლობაში მრავლფეროვანი აქტივობები გვაქვს: • პიროვნული განვითარება - გუნდის შეკვრა (Team Building) ასაკობრივ ჯგუფებში; • არჩევითი აქტივობები: არტი და კრაფტი, აუზი, სამაგიდო თამაშები, ფრენბურთი, კალათბურთი, ცოცვა, ბატუტი და ა.შ. • დიდი ერთობლივი საღამოს ღონისძიებები: განძის ძიება, სკეტჩები და სხვა აქტივობები, რომელიც ორიენტირებულია ფიზიკური, ფსიქო-ემოციური, სოციალური უნარების განვითარებაზე. გაჯეტებით სარგებლობა და კომუნიკაცია: ბავშვები ტელეფონებით დღეში ერთხელ, 1-1.5 საათით სარგებლობენ. მშობლებისთვის კი შეიქმნება თითოეული ნაკადის WhatsApp ჩატი და დახურული ჯგუფი, ფოტო/ვიდეო მასალისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის. უსაფრთხოება: ექიმი, ფსიქოლოგი, ვიდეო მონიტორინგი - 24/7; გამართული სახანძრო უსაფრთხოება, სასტუმრო და ეზო წინასწარ გადის გეგმიურ, ტექნიკურ დათვალიერებასა და მღრღნელებისგან დაცვას. სიახლე: • თეატრალური სტუდია და უშუალოდ მსახიობების ჩართულობა პერფორმანსების და ფილმების მომზადებაში. • მოწვეული სტუმრები მრავალფეროვანი ვორქშოფებით/აქტივობებით.





