
ინგლისურენოვანი ბანაკი ბექას სკოლასთან ერთად - (7 დღე, 6 ღამე)
ბანაკი ტარდება ბექას სკოლასთან კოლაბორაციით. სრულად ინგლისურენოვანი აქტივობები ორიენტირებულია ინგლისურის პრაქტიკული განვითარებზე საერთაშორისო გარემოში, native speaker-ებთან და გამოცდილ ფასილიტატორებთან ერთად. აქ ბავშვები ინგლისურს კი არ სწავლობენ, არამედ, ყოველდღიურად იყენებენ. პროგრამა აგებულია პრაქტიკაზე და არა კლასიკურ გაკვეთილებზე. ყველა აქტივობა - თამაშები, გუნდური დავალებები, შემოქმედებითი პროცესები და ყოველდღიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ინგლისურად. ეს ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას ენა ბუნებრივად აითვისონ, ზედმეტი დაძაბულობისა და შეცდომის დაშვების შიშის გარეშე. native speaker-ები აქტიურად არიან ჩართულნი ბავშვების ყოველდღიურობაში და ქმნიან გარემოს, სადაც ინგლისური ხდება კომუნიკაციის მთავარი საშუალება. პროგრამა მორგებულია ასაკობრივ ჯგუფებსა და სხვადასხვა დონეზე მყოფ ბავშვებზე, რათა თითოეული მონაწილე საკუთარი ტემპით განვითარდეს. შედეგად, ბავშვები თავისუფლად, თავდაჯერებულად იყენებენ უცხო ენას ყოველდღიურობაში. ფასი: 1590₾ ფასი მოიცავს: სასტუმროში განთავსებას ოთხჯერად კვებას ტრანსპორტირებას ასაკობრივ და განმავითარებელ პროგრამას ინდივიდუალურ მიდგომას და 24/7 მეთვალყურეობას





